საზოგადოება
30.01.2020 12:44
ნაწრეტში გრუნტით დაფარული გზის 1 118 მეტრიან მონაკვეთზე ასფალტის საფარი დაიგება

2020 წელს, სოფელ ნაწრეტში არსებულ გზის 1 118 მეტრიან მონაკვეთს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გზის კაპიტალურ რეაბილიტაციასთან ერთად  განხორციელდება სანიაღვრე ქსელის მოეწყობაც. გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებული ტენდერის ფარგლებში, წინადადებების წარდგენის ვადა დღეს იწურება.

„ნაწრეტში, 1 118 მეტრი სიგრძის გზის რეაბილიტაციას, დაახლოებით, 775 317 ლარი მოხმარდება. ამ დროისთვის, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე საერთოდ არაა ასფალტის საფარი და სავალი ნაწილი მთლიანად დაფარულია გრუნტით. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბუნებრივია, ადგილობრივებს მოუწესრიგებელი გზით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ,“ - აცხადებენ გორის მუნიციპალიტეტის მერიაში.

კვირის ამბები