სპორტი
16.03.2023 15:25
გორელი მოჭიდავეები ევროპის ჩემპიონატში იასპარეზებენ
საქართველოს 23 წლამდე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები, ევროპის ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას.
შეჯიბრებაში, რომელიც ბუქარესტში (რუმინეთი) მიმდინარეობს, საქართველოს ნაკრები 17 მარტიდან ჩაერთვება.

ნაკრებში 3 გორელი მოჭიდავე ირიცხება - გოგა ოთინაშვილი (65 კგ.), დავით ფაცინაშვილი (70 კგ.) და მერაბ სულეიმანიშვილი (97 კგ.). ისინი 17 მარტს დაიწყებენ ასპარეზობას, 18 მარტს კი მედლებისთვის იბრძოლებენ.
სამივე სპორტსმენი ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის აღზრდილია. ისინი ცოტა ხნის წინ გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე 23 წლამდელებს შორის ჩემპიონები გახდნენ.

ცნობისთვის, გოგა ოთინაშვილი კადეტთა შორის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის და მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია.
იგივე ხარისხის მედლები, ოღონდ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე მოიპოვა მერაბ სულეიმანიშვილმა.
დავით ფაცინაშვილს კი, ბრინჯაოს მედლები აქვს აღებული 15 წლამდელთა და კადეტთა ევროპის ჩემპიონატებზე, ასევე ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
კვირის ამბები