კულტურა
16.03.2023 14:51
„ქეიფი სოლოლაკში“ - გ. ერისთავის სახელობის თეატრში პრემიერა გაიმართება
გ. ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. მაყურებელი ნოდარ მაჭარაშვილის მოთხრობის - „ქეიფი სოლოლაკში“ მიხედვით დადგმულ პიესას იხილავს. სპექტაკლის რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე - შველიძეა.

„ქეიფი სოლოლაკში“ მოგვითხრობს საზოგადო, პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწის, 1921-1923 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის, საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის წევრისა და სამხედრო ცენტრის ხელმძღვანელ კონსტანტინე (კოტე) აფხაზზე, მის თანამოაზრეებზე, თანამებრძოლებზე და მოვლენებზე რომელიც იმ პერიოდის საქართველოში ვითარდებოდა.

როგორც „გორის მაცნესთვის“ ცნობილია, სპექტაკლში თეატრის დასი თითქმის სრული შემადგენლობით მონაწილეობს.
კვირის ამბები