საზოგადოება
16.03.2023 12:53
ქვემო ხვითის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა

სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სახელმწიფო სერტიფიკატი საექიმო სპეციალობაში - „საოჯახო მედიცინა“, ან „პედიატრია“ და ბოლო 10 წლის განმავლობაში გააჩნდეს სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3 წლის სტაჟიც.

ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექიმო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი; უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასურებელი დოკუმენტი; სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტიდა დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა).

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 550-600 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, პირველი აპრილის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.

კვირის ამბები