გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, პროექტი „რობო კლუბი“ დაიწყო.
ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები, რომლებიც კონკურსის წესით შეირჩნენ, რობოტექნოლოგიის კურსს გაივლიან და შეისწავლიან: რობოტექნოლოგიის ინსტრუქციის კითხვას და დამოუკიდებლად გამოყენებას; რობოტის აწყობას; მოტორული უნარების დახვეწას და გუნდური მუშაობის პრინციპს.
ტრენინგი ტარდება კასპის ტექნოპარკში და მონაწილეები უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტით.
ორგანიზატორთა თქმით, 12-დღიანი სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდებს შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცემათ.