საზოგადოება
15.03.2023 13:22
ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებში 17%-იანი ზრდა გვაქვს - მინისტრი ოთარ შამუგია
„2023 წლის იანვარ-თებერვლის მონაცემებით, ადგილობრივი ექსპორტის მაჩვენებლებში 17%-იანი ზრდა გვაქვს“, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მინისტრის თქმით, სასოფლო-სამურნეო პროდუქციის წარმოებასა და ექსპორტთან მიმართებაში, ზრდის დინამიკა ნარჩუნდება.
„ორი წლის განმავლობაში ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. შარშანდელი წელი დავასრულეთ აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის 11%-იანი ზრდით და ბოლო ორი თვის განმავლობაში, კერძოდ, იანვარ-თებერვლის მონაცემებით, გვაქვს 17%-იანი ზრდა ექსპორტის მაჩვენებლებში. ასევე, მზარდი მაჩვენებლებია 9 თვის მონაცემებით სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობებში პროდუქციის გამოშვებაში, ვინარჩუნებთ ზრდის დინამიკას (14%-იანი ზრდა).
სახელმწიფოს მხრიდან ყველა ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაქსიმალური პოპულარიზაცია მოხდეს მსოფლიო ბაზარზე, ხელი შევუწყოთ ჩვენს ფერმერებს, რომ აწარმოონ მეტი ხარისხიანი პროდუქცია და ამ პროცესების მხარდამჭერი ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
კვირის ამბები