საზოგადოება
15.03.2023 10:13
ხვალ, გორში, ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ერთ კვირაში კი ტემპერატურა 10 გრადუსით დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 15-16 მარტს, გორის მუნიციპალიტეტში მზიანი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა კი 15 მარტს +17, 16 მარტს კი +21 გრადუსს მიაღწევს.

+16 გრადუსია ნავარაუდევი გორში 17-დან 19 მარტის ჩათვლით, პარალელურად, 17 და 19 მარტს, მოსალოდნელია პერიოდულად წვიმა.

ნალექი, ღრუბლიანობა და ტემპერატურის მკვეთრად კლებაა მოსალოდნელი 20-21 მარტს.

20 მარტს, ორშაბათს, გორში ჰაერი მხოლოდ +12 გრადუსამდე გათბება, სამშაბათს, 21 მარტს კი ნავარაუდევცია +11 გრადუსი.

22 მარტიდან გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია უნალექო ამინდი და ტემპერატურის მატება.

კვირის ამბები