სსიპ -გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის საჯარო სკოლაში ენისა და მეტყველების თერაპევტის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 5-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატები სხვა მოთხოვნებთან ერთად უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: ჰქონდეს ბაკალავრის ან მაგისტრის აკადემიური ხარისხი სასურველია მეტყველების თერაპიაში (ლოგოპედია). აუცილებელია, ენისა და მეტყველების მიმართულებით კომპეტენციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფლობა და შეზღუდული შესაძლებლობის, განვითარების და განვითარების დარღვევების შესახებ, ქცევის მართვის შესახებ მინიმალური კომპეტენციების ფლობა.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 250-310 ლარია. მსურველი განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 23 მარტის ჩათვლით უნდა გააგზავნოს. სამუშაოს დაწყების თარიღად 3 აპრილია მითითებულია.