საზოგადოება
14.03.2023 12:15
ფხვენისის და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - ფხვენისის და ქვემო ხვითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე, დაწყებულია ასფალტის პირველი ფენის დაგება.

გზის საპროექტო მონაკვეთის სიგრძე 1 582 , ხოლო სიგანე - 5,5 მეტრია.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, დღემდე, ფხვენისის და ქვემო ხვითის დამაკავშირებელ გზაზე გადაადგილება უჭირდათ როგორ მძღოლებს, ასევე ქვეითებს.
სამუშაოების დასრულების შემდეგ კი, დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს.
პროექტის ღირებულება 613 485 ათასი ლარია.
კვირის ამბები