სპორტი
30.01.2020 10:03
გორელი ძიუდოისტები პარიზისა და დიუსელდორფის ტატამზე იასპარეზებენ
მოახლოვდა მნიშვნელოვანი ტურნირები ძიუდოში, რომელზე წარმატებით გამოსვლა, უშუალოდ ამ შეჯიბრებებზე აღებული მედლების გარდა, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ლიცენზიის მოსაპოვებლადაცაა საჭირო.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ძიუდოისტები 8–9 თებერვალს პარიზის ,,დიდ მუზარადზე", 21–23 თებერვალს კი დიუსელდორფის ,,გრან პრიზე" მიიღებენ მონაწილეობას.
საქართველოს ნაკრების თავკაცებმა გამოაცხადეს ის შემადგენლობები, რომლებიც ამ შეჯიბრებაზე იასპარეზებენ.
პარიზში საქართველოს ნაკრების 14 წევრიდან გორელთაგან მხოლოდ გიორგი პაპუნაშვილი (90 კგ) იჭიდავებს.
აი დიუსელდორფში კი, საქართველოს ნაკრების 14 წევრიდან 6 გორელი ძიუდოისტი გამოვა. ესენი გახლავთ: თემურ ნოზაძე (60 კგ), ვაჟა მარგველაშვილი (66), ლაშა შავდათუაშვილი (73), ალეკო მამიაშვილი (73), ნუგზარ ტატალაშვილი (81) და ბექა ღვინიაშვილი (90).
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
კვირის ამბები