გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 18 მარტის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
რაც შეეხება დეტალურ პროგნოზს, 13 მარტს, გორში, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია პერიოდულად ღრუბლიანობა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +19 გრადუსს მიაღწევს, 21 საათიდან ღამის 2-მდე კი მოსალოდნელია ნალექი.
+19 გრადუსამდე გათბება ჰაერი 14 მარტსაც.
პერიოდულად ღრუბლიანობა, უნალექო ამინდი და +21 გრადუსია ნავარაუდევი გორში 15-16 მარტს.
+17 გრადუსია მოსალოდნელი 17 მარტს, 18 მარტს კი გორში +20 გრადუსი დაფიქსირდება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 19-20 მარტს ნავარაუდევია ღრუბლიანობა და მცირე ნალექი, ჰაერი კი 19 მარტს +18 გრადუსამდე, 20 მარტს კი +14 გრადუსამდე გათბება.
14-დან 19 მარტის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტში მოსალოდნელია ქარი 9 მ/წ-მდე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში