გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა.
წყაროს ცნობით, მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან 3 მარტის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტს 18 843 ვიზიტორი ეწვია, აქედან 14 027 უცხოელი, 4 816 კი - ადგილობრივი.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ტურისტული სეზონი ამინდის გათვალისწინებით აქტიურად ჯერ კიდევ არ დაწყებულა, ამიტომ, ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას ტემპერატურის მატების პარალელურად ელიან.