საზოგადოება
10.03.2023 19:29
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლებისთვის სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება განხორციელდა

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიცირებით, 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესში ცვლილება განხორციელდა. 10 მარტიდან, გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა სტატუსის მქონე მშობლები, ადგილობრივი თვითმმართველობისგან შემწეობის სახით დაფინანსებას შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით მიიღებენ:

ერთჯერადად, 500 ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18- წლამდე) შვილი, ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული, 0-დან –70 000-ის ჩათვლით, სოციალური სარეიტინგო ქულა;

ასევე, ერთჯერადად 300 ლარით დაფინანსდებიან გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლები, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18- წლამდე) შვილი, ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული, 70 000-დან – 100 000-ის ჩათვლით, სოციალური სარეიტინგო ქულა;

200 ლარს ერთჯერადად მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი მარტოხელა მშობლებიც, რომელთაც ჰყავთ (0-დან 18 წლამდე) შვილი, ან შვილები და სოციალური მომსახურების სააგენტოდან აქვთ მინიჭებული, 100000-დან – 150 000-ის ჩათვლით, სოციალური სარეიტინგო ქულა.

შეგახსენებთ, დახმარების მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას. მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია განთავსებულია როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე, ვებ. გვერდზე: MS.GOV.GE

კვირის ამბები