საზოგადოება
10.03.2023 12:40
აძვის საჯარო სკოლაში სკოლის ექიმის ვაკანსიაა
სსიპ - გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.

რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს: ჰქონდეს სამედიცინო განათლება, ფლობდეს საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს; ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე; ასევე, ჰქონდეს ექთნის თანამდებობაზე და პირველადი ჯანდაცვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 500-550 ლარია. დაინტერესებულმა პირმა განაცხადი ელექტრონულად - www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)-ზე, 13 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნოს.
კვირის ამბები