საზოგადოება
09.03.2023 14:04
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება“ გუნდის ლიდერს მაიკლ ჰაინსს შეხვდა
გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტ „LED“-ის (ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება) გუნდის ლიდერს საქართველოში, მაიკლ ჰაინსს შეხვდა. შეხვედრას, ასევე ესწრებოდნენ პროექტის წარმომადგენლები: გვანცა ირემაშვილი და ნინო მარკოზაშვილი, მერიისა და სტრატეგიული განვითარების სააგენტოს თანამშრომლები.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, შეხვედრა „LED“ პროექტთან დაკავშირებით გაიმართა, სადაც გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოტენციალისა და მისი განვითარების შესახებ ისაუბრეს. ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პროექტის წარმომადგენლებს თანამშრომლობას დაჰპირდა.

„ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ მიზანია, მუნიციპალიტეტში უფრო კონკურენტუნარიანი და ინოვაციური გარემოს შექმნა და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება. პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში კერძო, საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ჩართულობის მაჩვენებლის ზრდა წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტების ეკონომიკური გაძლიერებისთვის, სხვადასხვა მეთოდით მოხდება ადგილზე საჭიროებების შესწავლა და შემდგომ ამ საჭიროებებზე მუშაობა“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების“ პროექტი დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ.

პროექტს ახორციელებს შვეიცარიული ორგანიზაცია „HELVETAS“ გერმანულ საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია „WINS“-თან პარტნიორობით.
კვირის ამბები