გორის მუნიციპალიტეტის მერიამ 3 ვაკანტურ პოზიციაზე ღია კონკურსი გამოაცხადა.
დაინტერესებულმა პირებმა კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ-გვერდზე www. HR. gov. ge უნდა გაიარონ. ამავე გვერდზე მიიღებთ დეტალურ ინფორმაციას იმ კრიტერიუმების შესახებ, რასაც აღნიშნული ვაკანსიების დაკავებისთვის უნდა აკმაყოფილებდეთ.
რაც შეეხება ვაკანტურ სამუშაო ადგილებს, კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:
მეორადი სტრუქტურული ერთეულის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების IV რანგის III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების IV რანგის III კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე;
მეორადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგის განყოფილების III რანგის I კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიციაზე