საზოგადოება
07.03.2023 15:21
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ განაცხადების მიღება დაიწყო - ვის შეუძლია კონკურსში ჩართვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში „მწვანე ჯილდო“ მონაწილეობის მისაღებად განცხადის შევსება 20 მარტამდეა შესაძლებელი.

ორგანიზატორების თქმით, „მწვანე ჯილდოს“ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელებს/მეთოდისტებს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში; სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას, როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით; ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“.

2021-2022 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტი და დაწყებითი საფეხურის (I-VI კლასი) მასწავლებელი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს გამოვლინდება.

ცნობისთვის, კონკურსი „მწვანე ჯილდო“, რომლის მიზანიც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გარემოსდაცვითი საკითხების სწავლების ხელშეწყობა და აღმზრდელებისა და მეთოდისტების წახალისებაა, 2018 წლიდან საქართველოს მასშტაბით იმართება. უნდა აღინიშნოს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სკოლები აქტიურად და შედეგიანად მონაწილეობენ არნიშნულ კონკურსში.

გასულ წელს, „მწვანე ჯილდო“ ხიდისთავის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელს მიმოზა ღოლიჯაშვილს, 2020 წელს კი გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელს მარინე ვართუმაშვილს გადაეცა.

კვირის ამბები