საზოგადოება
07.03.2023 13:47
1 - პირველი, 3 - მეორე და 3 მესამე ადგილი გორელი ძიუდოისტების ანგარიშზე
გორელმა ძიუდოისტებმა ქარელში გამართულ მალხაზ ბერუაშვილის სახელობის ტურნირში 1 - პირველი, 3 - მეორე და 3 მესამე ადგილი დაიკავეს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრებაში, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, 2007-2008 წ.წ. დაბადებული ძიუდოისტები მონაწილეობდნენ.

ტურნირის გამარჯვებული გახდა: ლუკა დათაშვილი (55 კგ. გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა);

მეორე ადგილზე გავიდნენ: გიორგი ხარიბეგაშვილი (46 კგ.), ლუკა შეყილაძე (55 კგ.), გელა თოფჩიშვილი (90 კგ. სამივე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლა);
მესამე ადგილები დაიკავეს: ლაშა სეხნიაშვილმა (42 კგ.), მალხაზ შატაკიშვილმა (73 კგ.), გიორგი ბაიდაურმა (90 კგ. სამივე გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლა).
კვირის ამბები