საზოგადოება
07.03.2023 13:29
რთული ქცევის მოზარდების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერის და რეაბილიტაციის მიზნით განხორციელებულ პროექტს გორის მერია დააფინანსებს
გორის მუნიციპალიტეტის მერიის „სოციალური თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება პროექტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ რთული ქცევის მოზარდებს ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას და რეაბილიტაციას სთავაზობს.
ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისმა სამსახურებმა პროექტი სოციალურ საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს გააცნეს. პრეზენტაციას სამთავრობო და საგანმანათლებლო უწყებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ინიციატივა ითვალისწინებს არასრულწლოვანთა დანაშაულების პრევენციის მიზნით, ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, საჭირო სერვისების დანერგვასა და მათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.
პროექტი, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ა(ა)იპ „წამების მსხვერპლთა ფსიქო - სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრთან“ თანამშრომლობით ახორციელებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველად ფინანსდება“, - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები