გორის მერიის და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით „რობო კლუბი“ მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, პროექტი „რობო კლუბი“ იწყება.
ორგანიზატორთა თქმით, პროექტი ახალგაზრდებისთვის რობოტექნოლოგიის კუთხით 12-დღიან სასწავლო კურსს ითვალისწინებს.
ახალგაზრდები შეისწავლიან: რობოტექნოლოგიის ინსტრუქციის კითხვას და დამოუკიდებლად გამოყენებას; რობოტის აწყობას; მოტორული უნარების დახვეწას და გუნდური მუშაობის პრინციპს.
„პროექტში მონაწილეობის მისაღებად ცხადდება კონკურსი მოსწავლეებისთვის 11- დან 16 წლის ჩათვლით. ტრენინგი ჩატარდება კასპის ტექნოპარკში და მონაწილეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ტრანსპორტით.
პროექტის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, მსურველი უნდა დარეგისტრირდეს ბმულზე: https: // forms. gle /RvX7UDhcgvdNMo1L9
რეგისტრაცია 6 მარტიდან 10 მარტის ჩათვლითაა შესაძლებელი.