საზოგადოება
07.03.2023 13:19
მომსახურების სააგენტოში სხვადასხვა სახის ცნობის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთება ონლაინ რეჟიმშია შესაძლებელი
შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში, სხვადასხვა სახის ცნობის მოთხოვნაზე განაცხადის გაკეთება ონლაინ რეჟიმშიც გახდა შესაძლებელი.
უწყების ინფორმაციით, აპლიკაციის - Service Agency ან ვებგვერდის - my.sa.gov.ge მეშვეობით, დაინტერესებულ პირებს, საჭირო ინფორმაციის მიღება გამარტივებული მეთოდით შეეძლებათ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო ასევე გაცნობებთ, რომ შეიქმნა (service agency) და განახლდა სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე მომხმარებლის პირადი გვერდი (my.sa.gov.ge), რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია სააგენტოს ელექტრონული სერვისებით სარგებლობა.
ამასთან გაცნობებთ, რომ ძველ მობილურ აპლიკაციასა და მომხმარებლის პირად გვერდზე ავტორიზებულ პირებს რეგისტრაცია ავტომატურად გაუუქმდათ და ელექტრონული სერვისებით სარგებლობა შეეძლებათ ხელახალი რეგისტრაციის გავლის შემდეგ“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები