საზოგადოება
06.03.2023 15:35
გორში არსებულ სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება მიმდინარეობს

გორში არსებულ სკვერებში დაზიანებული ინვენტარის განახლება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, დასასვენებელ სივრცეებში გამოიცვალა დაზიანებული ურნები, ლამპიონები და სკამები.

„ინვენტარის ნაწილი, რომელიც რეაბილიტაციას ექვემდებარება, განახლდება, ნაწილი კი ახლით ჩანაცვლდება. სამწუხაროდ, სკვერებში ხშირად ვხვდებით მწვანე ნარგავების, სკამების, ლამპიონებისა და სხვა ინვენტარის დაზიანების ფაქტებს.

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოგიწოდებთ გამოვიჩინოთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა, გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ ქალაქს“, - ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები