სინოპტიკოსების ინფორმაციით, ხვალიდან, 7 მარტიდან, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გამოიდარებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 მარტიდან ერთი კვირის განმავლობაში გორში უნალექო ამინდია მოსალოდნელი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
6 მარტს, მთელი დღის განმავლობაში შენარჩუნდება ღრუბლიანობა და პერიოდულად ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +11 გრადუსს მიაღწევს. მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია ქარი 9 მ/წ.
7 მარტიდან ერთი კვირის განმავლობაში კი მოსალოდნელია მზიანი ამინდი, ჰაერის ტემპერატურა კი +12-დან +17 გრადუსამდე დაფიქსირდება.
7-8 მარტს გორში ნავარაუდევია ქარი 8 მ/წ-მდე.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში