გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და სსიპ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან დოკუმენტს ხელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოაწერა.
„თანამშრომლობის მიზანია, გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის და მოსწავლე-ახალგაზრდობისთვის სასწავლო-საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, პროფესიული და ტექნოლოგიური მიმართულებით სხვადასხვა ფორმატის და მასშტაბის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება“, - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.