კულტურა
06.03.2023 12:22
გორში ლაშა ღლონტის კონცერტი გაიმართება

ქალთა კვირეულის ფარგლებში, გორის კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში (მშვიდობის 12 ა), მუსიკალური საღამო გაიმართება. ადგილობრივი მსმენელისთვის ანსამბლ „ალილოს“ მუსიკალური ხელმძღვანელი და სოლისტი ლაშა ღლონტი იმღერებს.

გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით, კონცერტი  დღეს, 18:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

კვირის ამბები