სპორტი
06.03.2023 12:05
გიორგი ხინჩეგაშვილის მემორიალურ ტურნირზე გორელმა მოჭიდავეებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავეს

მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის - გიორგი ხინჩეგაშვილის ხსოვნის მემორიალურ ტურნირს თავისუფალ ჭიდაობაში 15 წლამდელებს შორის გორმა მეშვიდედ უმასპინძლა.

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა ქალაქის 300-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა და პირველობისთვის 10 წონით კატეგორიაში იბრძოდა.

ტურნირზე, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს და გუნდური გამარჯვებაც მოიპოვეს, მეორეზე ქუთაისის, მესამეზე კი თბილისის გუნდი გავიდა.

ასპარეზობას თვალს ადევნებდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელები, ტიტულოვანი სპორტსმენები, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები.

გამარჯვებულები და პრიზიორები თასებით, მედლებით და საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

კვირის ამბები