საინტერესო ამბები
29.01.2020 17:28
პირველი ქართული ელექტრომობილი ბაზარზე აგვისტოში გამოვა
პირველი ქართული ელექტრომობილი ბაზარზე მიმდინარე წლის აგვისტოში გამოჩნდება. გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა, პირველ ეტაპზე, 5000 ელექტრომობილს გამოუშვებს, შემდეგ ჯერზე კი, ეს რიცხვი 40 ათასამდე გაიზრდება. ამასთან, ადგილზე მოხდება სათადარიგო ნაწილების წარმოებაც.

„ელექტრომობილები, რომელსაც ქუთაისის ქარხანა აწარმოებს, ექსპორტზე გავა, ასევე, მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული იქნება. ქუთაისში წარმოებული მანქანა იქნება ჩინური ბრენდის ანალოგი. ჩვენ გამოვუშვებთ იგივე მანქანებს, იგივე სტანდარტებით. ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს. გარდა ამისა, ცალკე იქნება აკუმულატორების ქარხანა, ელექტროობის წარმოების ხაზები და ასე შემდეგ. ბუნებრივია, აღნიშნული, საშუალებას მოგვცემს, ელექტრომობილი მთლიანად ქუთაისში ავაწყოთ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დიდ მოგებას მოუტანს არა მარტო ქუთაისს, არამედ მთელ საქართველოს. ყველაზე დიდი პლიუსი კი ის არის, რომ ეკოლოგიურად იქნება ძალიან მომგებიანი”, – განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ.
კვირის ამბები