საზოგადოება
03.03.2023 12:35
3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება

3 მარტს, საქართველოში დედის დღე აღინიშნება.

დედის დღე საქართველოში 1991 წელს, ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით დაარსდა. პრეზიდენტის ინიციატივა საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაამტკიცა.

3 მარტს საბჭოური დღესასწაული - ქალთა საერთაშორისო დღე, 8 მარტი უნდა ჩაენაცვლებინა, თუმცა, წლების განმავლობაში, ორივე დღეს აღნიშნავდნენ, 2002 წელს კი, 8 მარტმა ისევ ოფიციალურად მიიღო დღესასწაულის სტატუსი. ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, 2002 წლის მარტში, 8 მარტი - ქალთა დღე კვლავ აღადგინეს.

3 და 8 მარტი საქართველოში უქმედ არის გამოცხადებული.

კვირის ამბები