საზოგადოება
02.03.2023 17:00
გორის რაიონულ სასამართლოში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა იწყება
გორის რაიონულ სასამართლოში ერთი ადამიანის განზრახ მკვლელობისა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობა 17:30 საათზე დაიწყება.

შეგახსენებთ, შემთხვევა 28 თებერვალს, გორში, სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მოხდა.

შემთხვევის დროს განხორციელებული სროლის შედეგად, ერთი ადამიანი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მეორე კი, მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებებით სამხედრო ჰოსპიტლის რეანიმეაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკულად მძიმეა.
დაკავებულს ბრალი სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 19-109-ე (განზრახ მკვლელობის მცდელობა) მუხლებით წარედგინა.
კვირის ამბები