კულტურა
02.03.2023 15:04
ღია კარის დღე - გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ქალბატონებს ეპატიჟება
ხვალ, 3 მარტს და ქალთა საერთაშორისო დღეს - 8 მარტს, ქალთა კვირეულის ფარგლებში, სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია კარია დღეს მართავს.

ორგანიზატორთა თქმით, ღონისძიება, რომელიც გაზაფხულის შემობრძანებას ეძღვნება, ქალბატონებისთვის დღესასწაულების
საინტერესო და სასიამოვნო გარემოში აღნიშვნას ითვალისწინებს.

„სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გილოცავთ გაზაფხულის შემობრძანებას. 3 და 8 მარტს ქალბატონებს გიწვევთ ღია კარის დღეზე (მომსახურება უფასოა).
მობრძანდით, გაატარეთ თქვენი დღესასწაული საინტერესო და სასიამოვნო გარემოში“, - ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები