საზოგადოება
02.03.2023 12:16
იუსტიციის სახლებში საპენსიო სააგენტოს ყველა სერვისის მიღება გახდა შესაძლებელი
საპენსიო სააგენტოს სერვისების მიღება იუსტიციის სახლებშიც გახდა შესაძლებელი.
მთელი საქართველოს მასშტაბით, მომხმარებელს, მისთვის საჭირო მომსახურების მიღება იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში შეუძლია.
სიახლე პირველი მარტიდან ამოქმედდა.
„იუსტიციის სახლსა და საპენსიო სააგენტოს თანამშრომლობის ფარგლებში, მომხმარებლებს შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ისეთ სერვისებზე, როგორიცაა:
დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართვა, სხვადასხვა საფუძვლით პენსიის დანიშვნა, საპენსიო სააგენტოს ვებგვერდზე ავტორიზაციის გავლა, ინდივიდუალური გვერდის პირველადი პაროლის მიღება/აღდგენა, სქემის მონაწილის ცნობის მიღება და სხვა.
უწყებებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში სერვისზე ხელმისაწვდომობის გეოგრაფიული არეალი მთელ საქართველოს ფარავს და 117 ფილიალში, ასევე მობილურ იუსტიციის სახლებშიც არის წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, სასურველი მომსახურება სახლთან ახლოს მიიღოს“, - ნათქვამია იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები