სინოპტიკოსების ინფორმაციით, 2 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი წვიმის სახით.
რაც შეეხება ამინდის დეტალურ პროგნოზს, 2 მარტს, გორში, მთელი დღის განმავლობაში ნავარაუდევია ღრუბლიანობა და პერიოდულად მცირე ნალექი, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +11 გრადუსს მიაღწევს.
ღრუბლიანობა, +8 გრადუსი და დღის 12 საათიდან 22 საათამდე ნალექია მოსალოდნელი 3 მარტს.
პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი გორში 4 მარტს, ჰაერი კი +10 გრადუსამდე გათბება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, +11 გრადუსსი, ღუბლიანობა და ნალექია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 5-6 მარტსაც, 7 მარტიდან კი გამოიდარებს და ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში