კონფლიქტები
01.03.2023 23:19
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 111-ე შეხვედრა ხვალ გაიმართება

ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ხვალ, 2 მარტს, რიგით 111-ე შეხვედრა გაიმართება.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან ბოლო პერიოდში დაფიქსირებულ ინციდენტებს, განხორციელებულ დესტრუქციულ ქმედებებებს და საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებს გააპროტესტებენ. ასევე, არსებული ინფორმაციით, განსახილველი საკითხები შეეხება იმ ჰუმანიტარულ მიმართულებებსაც, რაც მნიშვნელოვანია საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობისთვის.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ოკუირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაში საქართველოს 5 მოქალაქე იმყოფება.

კვირის ამბები