საზოგადოება
01.03.2023 16:32
გორელი გიტარისტები უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ
გორის მუსიკალური სკოლის გიტარის კლასის მოსწავლეებმა საერთაშორისო ფესტივალში - „ნიჭიერი კლასიკოსები“ მონაწილეობა მიიღეს და უმაღლესი ხარისხის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალში მონაწილოებდნენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან.

დაჯილდოების ცერემონია თბილისში, მუსიკოსთა საზოგადოების დარბაზში გალა კონცერტის შემდეგ გაიმართა.
სერტიფიკატები გადაეცათ ზურაბ ხერხეულიძეს, გურამ ბოლოთაშვილს, ბექა ლომოურს, ნიკოლოზ ტლაშაძეს და პედაგოგ თამარ კარიჭაშვილს.
კვირის ამბები