სსიპ ქალაქ გორის №4 საჯარო სკოლა სკოლის ექიმის ვაკანსიას აცხადებს, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს.
კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სავალდებულო მოთხოვნებს: ჰქონდეს სამედიცინო განათლება, ფლობდეს საექთნო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს; ფლობდეს საოფისე კომპიუტერულ პროგრამებს სამომხმარებლო დონეზე;
ვაკანტური ადგილის დასაკავებლად კანდიდატმა დამსაქმებელთან უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია: საექთნო სპეციალობაში/სპეციალობებში სახელმწიფო სერტიფიკატის ასლ(ებ)ი;
დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ კანდიდატის უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობას (მოწმობები, სერტიფიკატები და სხვა) და სამოტივაციო წერილი.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 400-470 ლარია. მსურველებმა განაცხადი ელექტრონულად www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 7 მარტის ჩათვლით უნდა გაგზავნონ.