საზოგადოება
29.01.2020 13:19
ჩინეთიდან პირდაპირი ფრენები დროებით შეწყდა

 

საქართველოში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა დროებით შეწყდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

„შეზღუდვა მოქმედებს ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (2020 წლის 29 მარტი), თუმცა, პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გადაწყვეტილება, შესაძლებელია,  ჩინეთში შექმნილ ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით გადაიხედოს და შეიცვალოს. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში ოპერირების განმახორციელებელი ყველა ავიაკომპანიის მიერ ხდება შესაბამისი უწყებების ინფორმირება ტრანზიტული მგზავრების შესახებ, რომელთა პირველადი გამომგზავრების ადგილი იყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“, - ნათქვამია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს  მიერ გაჟღერებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები