საგაზაფხულო არდადეგები საბავშვო ბაღებისთვის არ ცხადდება, - აღნიშნულის შესახებ „გორის მაცნეს“ მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში განუცხადეს.
უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღები მხოლოდ სადღესასწაულო დღეებში - 3 და 8 მარტს დაისვენებენ.
შეგახსენებთ, საგაზაფხულო არდადეგები სკოლებში გამოცხადებულია 8-14 მარტის ჩათვლით, დასვენების დღეა 3 მარტიც.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში