რთული კლიმატური პირობების გამო მიმდინარე ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ შეფერხებებით ხორციელდება.
საავტომობილო გზების დსეპარტამენტის ინფორმაციით, უღელტეხილის ცალკეულ მონაკვეთებზე ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს დაზიანებული გზის საფარის აღდგენა.
უწყების ცნობით, პირველ ეტაპზე, გზის დაზიანებული ადგილების დროებითი შეკეთების სამუშაოები დილის 8 საათიდან საღამოს 7 საათამდე მიმდინარეობს, შესაბამისი კლიმატური პირობების დადგომისთანავე კი, დაიგეგმება გზის კაპიტალური შეკეთების სამუშაოები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში