საზოგადოება
28.02.2023 11:48
შენობებს, რომლებიც ამახინჯებს იერსახეს, რეკონსტრუქცია ან დემონტაჟი ჩაუტარდება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტებს მიეცათ უფლება, განახორციელონ მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული იმ შენობა-ნაგებობების შეკეთების, რეკონსტრუქციისა თუ დემონტაჟის სამუშაოები, რომლებიც ამახინჯებენ მუნიციპალიტეტის იერსახეს ან პრობლემას ქმნიან უსაფრთხოების კუთხით, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტების მიერ ჩატარებული წინასწარი შესწავლის შედეგად, სულ გამოვლინდა 1263 შენობა-ნაგებობა, რომელიც ამახინჯებს იერსახეს და საჭიროებს შეკეთებასა და რეკონსტრუქციას, ზოგ შემთხვევაში კი - დემონტაჟს.

აღნიშნული სამუშაოების დაწყება მიმდინარე წელს იგეგმება.

კვირის ამბები