სპორტი
27.02.2023 14:32
ქარელის მერიის თასის გათამაშებაში გორელებმა 9 - პირველი, 10 - მეორე და 12 - მესამე ადგილი დაიკავეს

ქარელში ჩატარდა მერიის თასის გათამაშება თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონის უმცროსი ასაკის მოჭიდავეებმა იასპარეზეს.

გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, შეჯიბრებაში გორიდან წარმატებით იასპარეზეს ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის და შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა.

9 - პირველი, 7 - მეორე და 7 - მესამე ადგილი დაიკავეს ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა, ხოლო 3 - მეორე და 5 - მესამე ადგილი დაიკავეს შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა.

ნუგზარ სხირელის სახელობის ჭიდაობის სკოლიდან ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ: ნიკოლოზ ბერიანიძე (20 კგ.), თომა პაპიტაშვილი (23 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (26 კგ.), ზურა დოთიაშვილი (35 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (41 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (44 კგ.), ედუარდ მანველიშვილი (44 კგ.), საბა ვართანიანი (52 კგ.), ანდრია დოიჯაშვილი (57 კგ.).

მეორე ადგილებზე გავიდნენ: მათე თუშიშვილი (23 კგ.), აივაზ ემინოვი (26 კგ.), ლაზარე კურმაშვილი (32 კგ.), ლუკა დოთიაშვილი (35 კგ.), ნიკოლოზ ტარუაშვილი (38 კგ.), დავით ტაბატაძე (41 კგ.), ალექსანდრე ტლაშაძე (57 კგ.).

მესამე ადგილები დაიკავეს: დავით რომელაშვილმა (20 კგ.), გიორგი ოქროპირიძემ (29 კგ.), დავით მუკნიაშვილმა (29 კგ.), გიორგი კურმაშვილმა (38 კგ.), ლუკა ქარელიშვილმა (41 კგ.), ლუკა ქავთარაძემ (44 კგ.) და ერეკლე მამესწარაშვილმა (65 კგ.).

რაც შეეხება შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებს, ტურნირის მეორე პრიზიორები გახდნენ: ნიკოლოზ გაგლოშვილი (29 კგ.), ყარამან საათაშვილი (48 კგ.), ზუკა დოთიაშვილი (57 კგ.); მესამე საპრიზო ადგილზე გავიდნენ: შალვა ბარამაშვილი (26კგ.), თორნიკე დვალიშვილი (32 კგ.), საბა ჟამერაშვილი (48 კგ.), ნიკა რამიშვილი (48 კგ.) და დავით რაზმაძე (52 კგ.)

კვირის ამბები