სამართალი
28.01.2020 21:52
გორში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი არასრულწლოვანი გარდაიცვალა, 20 წელს გადაცილებული ახალგაზრდა კი მძიმედ დაშავდა

გორში, კომბინატის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ტინისხიდის ხიდთან მომხდარი ავარიის შედეგად არასრულწლოვანი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ერთ-ერთი ავტომანქანის მგზავრი, 16 წლის ბიჭია.

მძიმე მდგომარეობაშია ამავე ავტომანქანის მძღოლი, 20 წლს გადაცილებული ახალგაზრდა. ქალა-ტვინის ტრავმით, დაშავებული თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაუყვანილი. ექიმების განცხადებით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

კიდევ ერთი არასრულწლოვანი, 16 წლის ახალგაზრდა კი, კლინიკა ,,გორმედშია“ მოთავსებული, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

კვირის ამბები