სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავის საჯარო სკოლაში ექიმის ვაკანსიაა, რომელიც კვირაში 40 საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. რაც შეეხება დამსაქმებლის მოთხოვნებს, კანდიდატს უნდა ჰქონდეს სამედიცინო დაწესებულებაში ექთანად დასაქმების უფლებისა და შესაბამისი განათლების მქონე სამედიცინო პერსონალის ნუსხის შესაბამისი კვალიფიკაცია.
სასურველია, გააჩნდეს ბავშვებთან სპეციალობით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილებაც.
გამოცხადებულ პოზიციაზე ანაზღაურება 550 ლარია. მსურველმა განაცხადი ელექტრონულად, www. pedagogi. ge (teacherjobs. ge)- ზე, 30 ივნისის ჩათვლით უნდა შეავსოს.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ