უნივერსიტეტში დოკუმენტური ფილმის „კორდონ“ („საზღვარი“) ჩვენება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოში იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ენრიკო ვალვო, გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
ელჩის, ენრიკო ვალვოს განმარტებით, დოკუმენტური ფილმი „კორდონი“ („საზღვარი“) ერთდოულად იქნება ნაჩვენები 35 ქვეყანაში და მათ შორის - საქართველოშიც.
იტალიელი რეჟისორის, ალიჩე ტომასინიას მიერ გადაღებული ფილმი უკრაინელ ხუთ მოხალისე ქალზეა. ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ სამშვიდობოს გასული ქალები უკან, სამშობლოში დაბრუნდნენ თანამემამულეების და ახლობლების დასახმარებლად. ფილმში მოთხრობილია ასობით ადამიანური ისტორიიდან აღებული ხუთი ამბავი, ხუთი ქალის რეალური ისტორია.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ