კულტურა
24.02.2023 13:35
26 თებერვალს, ბიისში, ყინულზე ცოცვის ფესტივალზე დასწრების მსურველებს გორიდან ავტობუსი მოემსახურება

,,ფესტივალზე დასწრების მსურველებისთვის, ცენტრალური მოედნიდან (საკრებულოს შენობის მიმდებარედ), 26 თებერვალს, 10 საათზე გავა ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს მგზავრების უკან დაბრუნებასაც.

გაითვალისწინეთ, რომ ჩანჩქერთან მისასვლელად, ცენტრალური გზიდან 1,5კმ. ფეხით სავალი გზაა“, - აღნიშნულია ღონისძიების ორგანიზატორთა მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, 26 თებერვალს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიისის გაყინული ჩანჩქერის ტერიტორიაზე ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან გორის მუნიციპალიტეტის მერია და ტურისტული ასოციაცია ,,ტონთიო“.

დასწრება თავისუფალია და შეჯიბრებაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია (როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად).
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ფესტივალის ტერიტორიაზე ღონისძიების მონაწილეებს დახვდებათ კოცონი, ელექტრონული მუსიკა და ცხელი გლინტვეინი.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ ტელეფონის ნომერზე - 599 11 90 44.

კვირის ამბები