საზოგადოება
24.02.2023 13:20
ევროკომისიის თანამშრომლებს ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური ქსელის - Tik Tok-ის გამოყენება აეკრძალათ

ჩინური კომპანიის კუთვნილი სოციალური ქსელის - Tik Tok-ის გამოყენება ეკრძალებათ ევროკომისიის თანამშრომლებს.

ელექტრონული მოწყობილობებიდან „ტიკტოკის“ აპლიკაციის წაშლის ვადა ევროკომისიის ყველა თანამშრომელს 15 მარტამდე განესაზღვრა.

სამსახურებრივი ელექტრონული მოწყობილობების გარდა, ევროკომისიის თანამშრომლებმა აპლიკაცია იმ პირადი მოწყობილობებიდანაც უნდა წაშალონ, რომლებსაც სამსახურებრივი დანიშნულებითაც იყენებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჩინურ სოციალურ ქსელ ,,ტიკ ტოკს“ სავარაუდოდ, აკრძალავენ ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების საკითხები სახელდება.

კვირის ამბები