ინტენსიური თოვის და ძლიერი ქარის გამო, აშშ-ის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში - დაკოტას, მინესოტასა და უისკონსინის შტატებში გადაიდო ავიარეისები და ასობით სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, გადადებული ავიარეისების რაოდენობა 1700-ს აჭარბებს.
ქვეყნის ცალკეულ შტატებში თოვლის საფარმა 60 სანტიმეტრს მიაღწია, რამაც გზებზე გადაადგილების სერიოზული პრობლემა შექმნა.
ამერიკის შეერთებული შტატების გარემოს შემსწავლელი სააგენტოს ინფორმაციით, რამდენიმე შტატში უამინდობა კიდევ 2-3 დღის განმავლობაში შენარჩუნდება.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ