გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 თებერვლიდან გორის მუნიციპალიტეტში გამოიდარებს.
სინოპტიკოსების ცნობით, 24 თებერვლიდან 1-ლი მარტის ჩათვლით, გორში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, მოიმატებს ჰაერის ტემპერატურაც.
24 თებერვალს მოსალოდნელია +4, 25 თებერვალს +6 გრადუსი, მომდევნო დღეებში კი კიდევ უფრო დათბება და +11, 12, 13 გრადუსს მიაღწევს.
2 მარტიდან კი გორში კვლავ მცირე ნალექია მოსალოდნელი, თუმცა, ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +16 გრადუსი დაფიქსირდება.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ