სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის მერია ოლიმპიურ სახეობებში მოასპარეზე საქართველოს ნაკრების სოციალურად დაუცველ (ქულა: 0-დან 120 000-ის ჩათვლით) წევრებს წელიწადში ერთხელ 500 ლარით დაეხმარება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა ან/და მისი ოჯახის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა გორის მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: განცხადება მერის სახელზე; ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ; პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ