როცა ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული, ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია გავაკეთოთ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით და ამავდროულად, არ გავზარდოთ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის რისკები, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მედიასთან განაცხადა.
როგორც ჯუანშერ მანვე აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში ახალი კონფლიქტის რისკები არ გაიზარდოს.
„ყველამ, მათ შორის, ჩვენმა პარტნიორებმა, მათ შორის, ჩვენმა მოსახლეობამ უნდა გაიაზროს კარგად, რომ საქართველო არის განსაკუთრებულ მდგომარეობაში. ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ამ რეალობიდან გამომდინარე ჩვენ ვაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ უკრაინის დახმარების თვალსაზრისით და ამავდროულად, რა თქმა უნდა, არ გავზარდოთ რისკები კიდევ ახალი კონფლიქტის წარმოშობის ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.