საზოგადოება
23.02.2023 12:49
სკოლებში საგაზაფხულო არდადეგების თარიღები ცნობილია

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგების თარიღები ცნობილია.

უწყების ინფორმაციით, საგაზაფხულო არდადეგები გამოცხადებულია 8 -14 მარტის ჩათვლით. დასვენების დღეა 3 მარტიც.

რაც შეეხება სააღდგომოდ უქმეებს, მოსწავლეები 14 აპრილიდან 17 აპრილის ჩათვლით დაისვენებენ.

გეტყვით იმასაც, რომ სასწავლო წლის დასასრულად, ოფიციალურად, 15 ივნისია განსაზღვრული, გამონაკლისია მე-12 და 1-ელი კლასები, მათთვის სასწავლო პროცესი 20 და 27 მაისს შეწყდება.

„თუ აღნიშნული თარიღები უქმე დღეს დაემთხვევა, მაშინ ეროვნული სასწავლო გეგმით, სწავლა წინა სამუშაო დღეს სრულდება. 2023 წელს 20 და 27 მაისი შაბათი დღეა, შესაბამისად, მე-12 კლასი სწავლას 19 მაისს, ხოლო პირველი კლასი, 25 მაისს დაასრულებს, რადგანაც 26 მაისი ოფიციალურად უქმე დღეა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები